აშშ-მ საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის 12 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მ საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის 12 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-ის მთავრობამ საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის 12 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

აღნიშნული თანხა შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და არსებული პროგრამების განვითარებას მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, აგრეთვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირებს შეუძლიათ. თითოეული გრანტის მოცულობა 300 000-დან 3 მილიონ დოლარამდეა.