მთავრობამ სუბსიდირების თემაზე სერიოზულად უნდა იფიქროს და რაც შეიძლება ფართო კატეგორიები მოიცვას

მთავრობამ სუბსიდირების თემაზე სერიოზულად უნდა იფიქროს და რაც შეიძლება ფართო კატეგორიები მოიცვას

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობასა და სემეკს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.

,,ეს მოულოდნელი ამბავი არ არის და დიდი ხანია სემეკი ამ თემაზე მსჯელობს. მთავრობასა და სემეკს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებიც მიმდინარეობდა. დენის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მთავრობამ სუბსიდირების თემაზე სერიოზულად უნდა იფიქროს და რაც შეიძლება ფართო კატეგორიები მოიცვას მოსახლეობის. სემეკის გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს მთავრობის გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უდა გავუსწოროთ და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიიღოს, ისედაც პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებაში", -განაცხადა გია ვოლსკიმ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.