„EBRD-ს ისეთი რეკლამა გავუკეთე, უნდა დამაჯილდოვონ“

„EBRD-ს ისეთი რეკლამა გავუკეთე, უნდა დამაჯილდოვონ“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ იყო და ის ეკა ხერხეულიძის დამცინავი კომენტარის პასუხი იყო.

ჯაჭვლიანის თქმით, მან ისეთი რეკლამა გაუკეთა EBRD-ს, რომ წესით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ის უნდა დააჯილდოვოს.

„ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, რომ წესით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მე უნდა დამაჯილდოვოს. თემას რაც შეეხება, ქალბატონმა ეკამ, მაშინ როცა EBRD-ი ტარდებოდა, მან ყველაზე კარგად იცის, რომ მე მანდ მიწვეული არ ვიქნებოდი. მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. მან ამ სიტყვებით დამცინა და მიიღო თავისი პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ აქ პოლიტიკურ განცხადებებზე იყო საუბარი, აბსოლუტურად, პოლიტიკური განცხადება და ფორმა მე ამისთვის არ მიმიცია", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა და უმცირესობის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე მისი ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, ხერხეულიძის თქმით, სხდომის გაცდენის დროს, ჯაჭვლიანი EBRD-ის ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა და გაცდენის საპატიო მიზეზი არ ჰქონდა.