„ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის გადმოწევა მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის გადმოწევა მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის შედეგებზე კომენტარებისას აცხადებს, რომ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხინვალის ინიციატივით, გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში საზღვრის გადმოწევის საკითხები დააყენა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრას რუსეთისა და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზთან გამართული საპროტესტო აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, რაც ნეგატიური საერთაშორისო რეზონანსის შექმნას და ე.წ. მესაზღვრეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

„მსგავსი ქმედება და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიზამნიმართული დაზიანება ემსახურება საზღვრისპირა რაიონებში დაძაბულობის მომატებას. იმედი გვქვს, რომ ქართული მხარე შემდგომში აღარ მიმართავს დადგმულ და პოლიტიზირებულ პროვოკაციებს, რომლებმაც შესაძლოა რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.