საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მიწებს უფასოდ დაუმუშავებენ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მიწებს უფასოდ დაუმუშავებენ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მიწებს უფასოდ დაუმუშავებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. როგორც დანელიამ უპასუხა, შეისწავლეს ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

"პრემიერთან შეთანხმებით და დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსავლის აღება მოხდეს უფასოდ", - განაცხადა დანელიამ.