„თუ სად არის საზღვარი და ვინ როგორ უნდა იქცეოდეს, ჩვენ და რუსეთს განსხვავებული პოზიციები გვაქვს“

„თუ სად არის საზღვარი და ვინ როგორ უნდა იქცეოდეს, ჩვენ და რუსეთს განსხვავებული პოზიციები გვაქვს“

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს საზღვრის თაობაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.

როგორც ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ფაქტია, რომ აღნიშნულის თაობაზე საქართველოს და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. აბაშიძის განმარტებით, ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც საქართველო არანაირად არ უნდა შეეგუოს.

„იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და 1-2 ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება ბანერების მონტაჟს, ამაზე განცხადებები გავაკეთეთ, მწვავე საუბარი გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, ბატონი ტუსკი იმყოფებოდა აქ. ჩვენ შეძლებისდაგვარად გამოვიყენეთ პრაღის ფორმატი. ფაქტია, რომ იმის თაობაზე,  თუ სად არის საზღვარი და ვინ როგორ უნდა იქცეოდეს, ჩვენ და რუსეთს განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც ჩვენ არანაირად არ უნდა შევეგუოთ, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა.