პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 98 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან 74 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრებიდან 1 ქალია, 2 კი არასრულწლოვანი. 24 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.
მისი თქმით, 17-18 ივლისს კომისიამ 589 პატიმრის საქმე განიხილა. აღნიშნული საქმეები ძირითადად ნარკოტიკულ და მსუბუქ დანაშაულებს ეხებოდა.