საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს ახალ მინისტრს, სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს წარადგენს.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მინისტრის წარდგენამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კვლავ ვახტანგ გომელაური იქნება.
„მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტმა დაამტკიცა გომელაურის კანდიდატურა. ის გახდა სუს-ის უფროსი. გომელაური შეასრულებს შს მინისტრის მოვალეობას. ახალ კანდიდატს სავარაუდოდ ორშაბათს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.