გიორგი მღებრიშვილი გლდანის ციხის დირექტორის მიერ პატიმრის ცემის ფაქტს

გიორგი მღებრიშვილი გლდანის ციხის დირექტორის მიერ პატიმრის ცემის ფაქტს "სისულელეს" უწოდებს

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გლდანის დაწესებულების დირექტორის მიერ პატიმრის ცემის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, დირექტორის მხრიდან პატიმრის ცემის ფაქტი არ მომხდარა. მღებრიშვილის თქმით, აღნიშნულ პატიმარს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთები, რის გამოც ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

„ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია და ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეს პატიმარტი არასწრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იხდის სასჯელს“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორმა ერთ-ერთი პატიმარი სცემა.