„ჩემი აზრით, ჯაჭვლიანმა იხუმრა“

„ჩემი აზრით, ჯაჭვლიანმა იხუმრა“

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტში უნდა იყვნენ თუ არა სოსო ჯაჭვლიანისნაირი დეპუტატები, სერგეენკომ განაცხადა, რომ ასეთი რადიკალური განცხადებისგან ის თავს შეიკავებდა.

„მე ასეთ რადიკალურ შეფასებაზე ალბათ შევიკავებდი თავს. მე მოვისმინე ეს მოკლე ჩანაწერი. ჩემი აზრით, მან იხუმრა“, - განაცხადა სერგეენკომ.