„მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა, ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“

„მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა, ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ პირველად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოხერხდება.

მისი თქმით, 2015 წლის შემოდგომიდან, პირველადი მოხმარების 200 ან 200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტზე, ფასები დაიწევს.

„მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა, ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მე ვფიქრობ, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიწვდომადობის გაზრდა მოხერხდება. ეს დაიწყება შემოდგომიდან, როდესაც პირველი 200 ან 200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტებზე ფასები დაიწევა. ამის მიღწევის ინსტრუმენტი არის კონკურენციის გაზრდა და მეორეს მხრივ, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, რომ იაფიანმა, მაგრამ უხარისხო მედიკამენტებმა არ დაიკავონ ეს ნიშა. მედიკამენტების ბაზარი იმართება თავისუფალი ბაზრის ინსტრუმენტებით. რაც შეეხება მედიკამენტების იმპორტის ზრდას, ის მედიკამენტები, რომლებსაც იყენებდნენ ნარკომანიისთვის, არის შემცირებული, ხოლო პირველადი მოხმარების მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია“, - განაცხადა სერგეენკომ.