„ჩვენს ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების კორტების მოედანი ექნებათ“

„ჩვენს ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების კორტების მოედანი ექნებათ“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტები გახსნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს პროექტი ჯამში 6.5 მნილიონი ლარი დაჯდა. პრემიერის შეფასებით აღნიშნული კორტების მოედანი დიდი სტიმული იქნება მომავალი ჩოგბურთელებისთვის.

„დღეს გაიხსნა ბოლო ობიექტი ოლიმპიადისთვის. ეს არის კორტების ცენტრი, აქ ნულიდან გაკეთდა ყელაფრერი. ჯამში ეს პროექტი 6.5 მილიონი ლარი დაჯდა და ჩვენს ჩოგბურთელებს ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტების მოედანი. აქ ძალიან ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ეს არის მათთვის სტიმულის მიმცემი. ვულოცავ ყველა ჩოგბურთელს ამ ობიექტის გახსნას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.