გურჯაანის რაიონს სტიქია უტევს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სოფელ ახაშენში 25 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი დატბორა. ხევიდან მოტანილმა ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა.
ადგილზე მიბილიზებულია ტექნიკა, ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვის და რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.