კახეთს სტიქიამ გადაურა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ძლიერი სიტყვის შედეგად, თელავის რაიონის სოფლები, ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურა დისეტყვა.
სეტყვას თან ძლერი ქარი ერთვოდა, რამაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოგლიჯა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა გახსნილია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.