სემეკი

სემეკი "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე დღეს იმსჯელებს

"ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე სემეკი დღეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს. 

"სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 24 აპრილს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე წარმოადგენს გაანგარიშებასა და დეტალურ ანალიზს, რაზეც კომისია საჯაროდ იმსჯელებს", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.