"მე არ ვარ იმნაირი თქვენ როგორც ფიქრობთ" - კახა კალაძე "იბიარდიზე"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით საქართველო, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ძალიან აქტიურად თანამრომლობს.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას, თეა სიჭინავას კითხვაზე, არის თუ არა კახა კალაძე ნამყოფი "იბიარდზე", ვიცე-პრემიერმა ხუმრობით უპასუხა, რომ "იმნაირი არაა"

"მე არ ვარ იმნაირი თქვენ როგორც ფიქრობთ, არ დავდივართ... ეს,  რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც შეეხება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს - ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ბანკთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაფინანსებული ენრგოსექტორში. წლებია ეს თანამშრომლობა გრძელდება. მათ წლევანდელი წელი ენერგეტიკაში პრიორიტეტად გამოაცხადეს. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება განახორციელეს, როგორებიცაა, დარიელის ჰიდროელექტროსადგურისა და ბათუმის ტატა თაუერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ასე რომ, ამ მიმართულებით ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვაქვს და ეს ურთერთობები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.