პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა

პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა

83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, 6 წლის ვადით დაამტკიცეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე, ვახტანგ გომელაური პრფემიერ-მინისტმა დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გამოიეყო, რომელიც შსს-ს ორად გაყოფას გულისხმობდა. ცვლილების თანახმად, პირველი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიცაა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შს სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.