დონალდ ტუსკი:   ევროკავშირი და აზერბაიჯანი სამხრეთის გაზის დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი და აზერბაიჯანი სამხრეთის გაზის დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ

ევროპული კავშირი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშავონ სამხრეთის გაზის დერეფნის შესაქმნელად. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით , აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეთანხმდნენ, რომელიც ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

"აზერბაიჯანი ჩვენი სანდო და სტრატეგიული პარტნიორია ენერგეტიკის სფეროში და გვსურს, მომავალში ეს პარტნიორობა განვავითაროთ. ევროპული ენერგეტიკული კავშირის ერთ-ერთი მიზანია, გამოირიცხოს გაზის, როგორც საფრთხის გამოყენება. უკრაინაში არსებული კონფლიქტი ადასტურებს, რომ ასეთი საფრთხეები ჯერ კიდევ შესაძლებელია" , - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ევროკავშირი ემხრობა მიწოდების დივერსიფიცირებას და აზერბაიჯანი მთავარი პარტნიორია ამ წამოწყებაში.