ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის პროვინცია ფარიაბის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა აამოქმედა, რომელიც ბაზარში მყოფ მყიდველთა შორის იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ავღანეთში აფეთქებების რიცხვმა მოიმატა. 9 დღის წინ ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან მომხდარ ავტომანქანის აფეთქებისას 30 ადამიანი დაიღუპა.