დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურისთვის კითხვების დასმა ვერ შეძლეს

დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურისთვის კითხვების დასმა ვერ შეძლეს

რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დამტკიცების ფორმატი ოპოზიციისთვის კრიტიკის და უკმაყოფილების საგანი გახდა.

საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური სასესიო დარბაზში იმყოფება, თუმცა დეპუტატებს მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

როგორც ამასთან დაკავშირებით სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ განმარტა, პარლამენტის რეგლამენტი კანდიდატურისათვის კითხვების დასმას არ ითვალისწინებს. მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ გომელაურის მოსმენა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შედგა, სადაც მან ყველა კითხვას უპასუხა.

გომელაურის კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ნინო თურმანიძემ წარუდგინა და ამიტომ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა კითხვებით მას მიმართეს, მათ შორის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებითაც. ამაზე კი, თურმანიძემ თავის მხრივ განმარტა, რომ აღნიშნულ საკუთხებზე პასუხის გაცემა მისი კომპეტენცია არ იყო.

ამ წუთებში პარლამენტში განცხადებები და შეფასებები დეპუტატების მხრიდან კეთდება. უმრავლესობა ვახტანგ გომელაურს ახალ თანამდებობაზე მხარდაჭერას უცხადებს.