ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინა.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინა.

ეკა ხერხეულიძე დეპუტატებს მოუწოდებს ვახტანგ გომელაურის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხზე კარგად დაფიქრდნენ.

„ჩემი დამოკიდებულება ბატონი გომელაურის მიმართ არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულება, ზოგადად ტენდენცია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება, კრიტერიუმები, რითიც ირჩევა ადამიანები თანამდებობებზე, ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან, როგორც ირკვევა ბატონი ივანიშვილის პირადი სტაფის თანამშრომლები მართავენ ქვეყანას და ეს მოუთმენელი და სავალალოა. სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ადამიანმა დააკნინა. პირადი სიმპატიებით და ნდობით გამსჭვავული, ვის მიმართაც არის, მას წარმოუდგენია, რომ ამ ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა. ასეთები გახლავთ პირადი ბანკირი, პირადი ექიმი, პირადი მფრინავი, პირადი დაცვის უფროსი ბატონი გომელაური და ა.შ. ესაა ჩემთვის მიუღებელი ვინაიდან მგონია, რომ ქვეყანაში, სადაც ამ წუთას ვდგავართ რიგითი გამოწვევების წინაშე, კომპეტენციით უნდა ირჩეოდნენ ადამიანები და არა პირადი ახლობლობით. სინამდვილეში კი ვღებულობთ რას, შუშის კოლბაში გამომწყვდეული ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი დამოკიდებულებით ეს ადამიანები შეძლებენ ქვეყნის მართავს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, შესაძლოა მათ სურვილიც ჰქონდეთ კარგი საქმის კეთების, თუმცა კომპეტენცია ნამდვილად მნიშნელოვანია და მე ვფიქრობ, ადამიანები რომლებიც ფიქრობენ, რომ პირადად ბატონი ბიძინას მიმართ ერთგულებაა ყველაზე დიდი სამსახური, ესაა დანაშაული და მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, ბატონ გომელაურსაც ეს განცდა გააჩნია, ის პირადად ანგარიშვალდებული გახლავთ ბიძინა ივანიშვილთან და მას უნდა უპატაკოს ყოველ საღამოს რა ვითარებაა ქვეყანაში, რომელი სარეველაა ამოსაძირკვი და რა იქნება მისი დღეგრძელობისა და ზეგრძელობისთვის უკეთესი. ეს მაშფოთებს მე, მსგავსი დამოკიდებულება მგონია, რომ დააზიანებს ქვეყანას და პრესტიჟს, ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანი გადაიყვანო ახალ პოზიციაზე და მას უწინასწარმეტყევლო, გამოუცხადო დიდი ნდობა, მაშინ როდესაც არის უამრავი გაუხსნელი საქმე, გახმაურებული მკვლელობები, გაზრდილი სტატისტიკა მკვლელობების, კრიმინალის. წარმოუდგენელია ადამიანს ანდო ახალი სამსახური, როდესაც წინა პოზიციაზე არაფერი სასიკეთო და სამახსოვრო საზოგადოებას არ აქვს. მე მის პიროვნებასთან არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მისი დამოკიდებულება, უბრალოდ მონური დამოკიდებულება ივანიშვილისადმი დარწმუნებული ვარ დააზიანებს ჩემ ქვეყანას და მის პრესტიჟს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.