ავარიას ფოთში 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავარიას ფოთში 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის სენაკის მკვიდრია. სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაზიანებები არ აქვს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევა ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე მოხდა.