პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ "უკრინფორმი" იტყობინება. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ უკვე მოაწერა. 

პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს. ამგვარად 25 ოქტომბერს პოლონელი ამომრჩეველი სეიმის 460 დეპუტატს და 100 სენატორს აირჩევს. 

საპრეზიდენტო არჩევნები კი პოლონეთში მაისში გაიმართა. მეორე ტურის შედეგად ოპოზიციონერმა კანდიდატმა ანდჟეი დუდამ 3 პროცენტით მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დაამარცხა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი 6 აგვისტოს გაიმართება.