ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანი-საადში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. 

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა მუსლიმურ დღესასწაულს - რამადანს აღნიშნავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

როგორც ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაშია ნათქვამი, მათმა ერთ-ერთმა წევრმა ხალხმრავალ ადგილას სამი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება მიიტანა. ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და რამადანთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა. 

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და მსგავს თავდასხმებს ხშირად აწყობს.