"უმთავრესია ასოცირების ხელშეკრულება შესრულდეს და ამას წლები დასჭირდება"

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროკავშირში მყისიერად გაწევრიანება ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება.

როგორც ელჩმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდეს, ეკონომიკა გაძლიერდეს და მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება.

"ეს პროცესს გულისხმობს, თუ დემოკრატიას განავითარებთ, თუ სისტემა დაცულად იფუნქციონირებს, თუ მოხდება ეკონომიკის დამატებით გააქტიურება. ამჟამად, უმთავრესია ასოცირების ხელშეკრულება შესრულდეს და ამას წლები დასჭირდება და თუ შეასრულებთ, დაუახლოვდებით ევროპას უფრო, ჩვენ შემდეგ შევაფასებთ როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ევროკავშირში მყისიერად გაწევრიანება ქვეყნისთვის კარგის და პოზიტივის მომტანი არ იქნება, ამისთვის მომზადებაა საჭირო", - განაცხადა ჰერმანმა