"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო-რუსეთს შორის დიალოგს"

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის შენარჩუნება საჭიროა. მისი თქმით, უმთავრესია, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ესაუბრონ.

იანოშ ჰარმანმა "მაესტროს ცხრიანში" აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ ფორმატმა თავისებური შედეგები მოიტანა.

"დიალოგი საჭიროა. ჟენევის დისკუსია გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი, სადაც საქართველოს საშუალება აქვს ესაუბროს რუსეთის წარმომადგენლებს. ასევე, კარასინი-აბაშიძის არხმა თავისებური შედეგები უკვე მოიტანა და ჩვენ უნდა შევხედოთ შედეგებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან დიალოგს ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რაც არსებობს, თუმცა, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ უეჭველია, რომ ჩვენ ეს დიალოგი უნდა ვაწარმოოთ", - განაცხადა იანოს ჰერმანმა