პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ აანთო

პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ აანთო

თავისუფლების მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმო ვითარებაში პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა აანთო.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოლიმპიური ჩირაღდანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიიტანა.

ოლიმპიური ცეცხლი დედაქალაქში დღეს შემოვიდა. საზეიმო ესტაფეტა ევროპის მოედნიდან დაიწყო, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ოლიმპიური ცეცხლი თბილისის მერს დავით ნარმანიას გადასცა.

ოლიმპური ცეცხლი ათენიდან 26 მაისს ბათუმში ჩამოვიდა. 52 დღის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტის ქალაქი და დასახლებულ პუნქტი მოიარა. ესტაფეტაში 700-მდე მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა.