77 ადამიანის მკვლელი ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში ჩაირიცხა

77 ადამიანის მკვლელი ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ანდრეს ბრეივიკი, რომელიც 2011 წელს 77 ადამიანის მკვლელობისთვის 21-წლიან სასჯელს იხდის, რომელთა შორის ქართველი სტუდენტი გოგონაც იყო, ოსლოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

უნივერსიტეტის რექტორის, ოლე პეტერ ოტესენის განცხადებით, ნორვეგიის ციხეების ყველა პატიმარს აქვს უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება.

ბრეივიკის განაცხადი უნივერსიტეტში სწავლის შესახებ ორი წლის წინ უარყოფილი იყო - მაშინ მისი კვალიფიკაცია არასაკმარისად ჩაითვალა.

ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ ანდრეს ბრეივიკისთვის კუნძულ უტოიაზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობისთვის მისჯილი 21 წლიანი პატიმრობა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.