ლატვია მხარს უჭერს გაგრძელდეს მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში

ლატვია მხარს უჭერს გაგრძელდეს მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში

ლატვიის საგარეო უწყება რუსეთს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. ბანერების დადგმის გამო, საქართველოსგან გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე ნეგატიურად აისახება, აღრმავებს უნდობლობას, კონფლიქტების მოგვარებას უფრო რთულს ხდის და იქ მცხოვრები ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას ამცირებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა მხარე თავს შეიკავებს ნებისმიერი პროვოკაციული მოქმედებისგან და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მომხრეა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, რათა კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზები გამონახული იქნას", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.