ეგვიპტეში ისლამისტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში ისლამისტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ისლამისტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

"ბიბისის" ცნობით, აქტივისტები აქციას გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მხარდასაჭერად მართავდნენ. ისინი ასევე პარტია "ძმები მუსლიმანების" აკრძალვას აპროტესტებდნენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ეგვიპტის მოქმედმა მთავრობამ "ძმები მუსლიმების" არაერთი მხარდამჭერი და წევრი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი წლის წინ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.