„ტასოევს არ ვიცნობ, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“

„ტასოევს არ ვიცნობ, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მისმა უწყებამ ე.წ. "მცოცავ ანექსიაზე" ძალიან ოპერატიულად, მოკლე დროში მოახერხა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურების მიღება.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, ყველა პარტნიორმა დაგმო ეს ქმედება, რაც განხორციელდა. დაგმო როგორც მცოცავი ანექსიის გაგრძელება, რომელიც უფლებების და თავისუფლების შელახვად განიხილება.

„ტასოევს არ ვიცნობ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას, ოპერატიულად მოკლე დროში, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, მივიღეთ სრულფასოვანი გამოხმაურება, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ფაქტზე. ეს შეფასება იყო როგორც ევროკავშირიდან, ასევე გაერო-დან. ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროკავშირის მხრიდან, დაგმო ეს ქმედება რაც განხორციელდა. დაგმო როგორც მცოცავი ანექსიის გაგრძელება, რომელიც უფლებების და თავისუფლების შელახვად განიხილება. მოუწოდა რუსეთის მხარეს, რომ განახორციელოს ყველა შესაძლებლობა, რათა ანალოგიური აღარ განმეორდეს. რაც შეეხება ტასოევს, მასზე კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.