თინა ხიდაშელი:   ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის ტერიტორიაზე ომი

თინა ხიდაშელი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის ტერიტორიაზე ომი

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორია. თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშავს ომი საქართველოს ტერიტორიაზე.

,,მე ამ ხელისუფლების ნაწილი ვარ და ამ მთავრობაში მინისტრი ვარ ზუსტად იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის ყველაზე უფრო სწორი, ეფექტური, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და საიმედო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი და ამას წარმატებით ახორციელებს ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.