საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ვითარდება და ღრმავდება ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევისა და მიღწევების შედეგად. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებენ თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით საერთო გამოწვევების არსებობის პირობებში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.