ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის სხდომას თინა ხიდაშელი და ანზორ ჩუბინიძე დაესწრებიან

ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის სხდომას თინა ხიდაშელი და ანზორ ჩუბინიძე დაესწრებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დღეს ნდობის ჯგუფის სხდომას პარლამენტში, თავდაცვის მინისტრთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც დაესწრება.

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა 15.00 საათზეა დანიშნული.

"ვისაუბრებთ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა. სახელმწიფო სპეციალურ სამსახურთან კი ვისაუბრებთთ იმ თემებზე, რომელიც ნდობის ჯგუფს ტრადიციულად აინტერესებს", - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება კონფლიქიტის ზონაში არსებულ ვითარებას, ძიძიგურის თქმით, ნდობის ჯგუფში ამ საკითხზეც აპირებენ საუბარს.

,,საინტერესოა ინფორმაციების მოსმენა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს და რომელიც არ არის საჯარო ინფორმაცია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.