ჩეხეთი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ სადემარკაციო სამუშაოების განხორციელებას გმობს

ჩეხეთი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ სადემარკაციო სამუშაოების განხორციელებას გმობს

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ სადემარკაციო სამუშაოების განხორციელებას გმობს.

განცხადება ქართულ ენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადებაში ჩეხეთის რესპუბლიკა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან ჩეხეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო.

ხაზგასმით ვგმობთ ამ უკანონო მოქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, უფრო ართულებენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევას და ნეგატიურად მოქმედებენ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ", - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.