ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება გადაკვალიფიცირდა

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება გადაკვალიფიცირდა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით აღარ მიმდინარეობს.

როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

როგორც ცნობილია, საქმეზე ახალი საგამოძიებო ჯგუფია შექმნილი.

ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით კი, ის და თავისი ოჯახის წევრები პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნავენ რომ 1994 წლიდან ჩატარებული გამოძიება სრულიად არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 1994 წლის თებერვალში არიძრა. 2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა კომისიამ.

პირველი პრეზიდენტი სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში 1993 წლის დეკემბერში იპოვეს გარდაცვლილი. ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა – თუმცა, ამ ვერსიას გამსახურდიას მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.