უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული ოდესაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს გადასცა ნოტა კონსულის მიერ უკრაინის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მოთხოვნის შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კონსულის დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუსაბამო ქმედებები გახდა.
მისივე თქმით, უშიშროების სამსახური გააგრძელებს უცხო ქვეყნის ისეთი მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ და ამისთვის დიპლომატიურ სტატუსს იყენებენ.
რუსმა დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა.