ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ გომბრეში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, თავდასხმები სავარაუდოდ ისლამისტურმა მოძრაობა "ბოკო ჰარამმა" განახორციელა. თუმცა, პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ევაკუაციის პროცესში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი 70-ს აღწევს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ მიზნით, მან კვირის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი შეცვალა. 

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" ნიგერიის საკმაოდ დიდ ნაწილზე მოქმედებს. თუმცა, წლის დასაწყისში ქვეყნის არმიამ მეზობელი ჩადის, ნიგერისა და კამერუნის დახმარებით შეძლო მათი დიდი ტერიტორიიდან განდევნა.