ევროსაბჭო რუსეთს აფრთხილებს

ევროსაბჭო რუსეთს აფრთხილებს

ევროსაბჭო რუსეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ან ბრასერის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება ყველა ქვეყნის ვალდებულებაა, ვისაც ხელი აქვს მოწერილი ევროპის კონვენციაზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. ბრასერი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, რომელიც უარს ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, თუკი ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას.

ენ ბრასერმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვერ მოხდება დადგენილებების შერჩევითი აღსრულება, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციას.

რუსეთი უარს აცხადებს "იუკოსის" ყოფილ აქციონერებს 2 მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს.