პრემიერმა გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების სავალდებულო მარკირება 1-ელ ნოემბრამდე გადაავადა

პრემიერმა გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების სავალდებულო მარკირება 1-ელ ნოემბრამდე გადაავადა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნა გაითვალისწინა და სავალდებულო მარკირება 1-ელ ნოემბრამდე გადაავადა.

პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადების დავალება, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მისცა.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

"ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა. კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს. პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.