პარლამენტში დაინტერესდნენ, რატომ დაასწრო 13 ივნისის სტიქიის გაშუქება

პარლამენტში დაინტერესდნენ, რატომ დაასწრო 13 ივნისის სტიქიის გაშუქება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "რუსთავი 2"-მა

პარლამენტში დაინტერესდნენ, რატომ დაასწრო 13 ივნისის სტიქიის გაშუქება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "რუსთავი 2"-მა. სტიქიის ღამეს მოვლენების დაგვიანებით გაშუქების მიზეზები პარლამენტის ტრიბუნიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განმარტა.

"მართალს ბრძანებთ, ჩვენ ერთი საათით გვიან გავედით ეთერში. გენერალური დირექტორი იქ დაახლოებით 12:00 საათზე მისული იყო. სამის წუთებზე ჩაერთო "რუსთავი 2", ოთხის წუთებზე ჩავერთეთ ჩვენ. ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ. უბრალოდ, რაღაცა პერიოში მისვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ ხალხის შეყვანა მაინც მოხერხდა. ეს შეუძლებელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო - პირველი, გადაღებაზე გასულ ჟურნალისტებს უკან არ უშვებდნენ და გენერალურ დირექტორს ამ ადამიანების თითო-თითოდ შემოყვანა უხდებოდა. მეორეც, იქ დარბოდნენ ვეფხვები, ლომები, მგლები და მიუხედვად ამისა, ამ ადამიანების შეყვანა მოხერხდა. პირობები მძიმე იყო. ჩვენს ცუდ მუშაობაზე აღვნიშნეთ კიდეც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, მაგრამ საუკეთესო კადრები, ეს "საზოგადოებირივი მაუწყებლის" კადრები იყო", – განაცხადა გოგელიამ დეპუტატების პასუხად. მისივე თქმით, "საზოგადოებრივ მაუწყებლის" სხვა გადაცემებში სტიქიის თემა, სპეციალისტებთან ერთად, ამომწურავად გაშუქდა.

გრიგოლ გოგელიამ პარლამენტს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2014 წლის ანგარიში წარუდგინა.