„საქართველოში არავის შეიძლება დაბრალდეს ლარის გაუფასურება“

„საქართველოში არავის შეიძლება დაბრალდეს ლარის გაუფასურება“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის საქართველოში, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარი ძირითადად დოლარის მიმართ გაუფასურდა და ეს ძირთადად გამოწვეული იყო გარე ფაქტორებით.

„საქართველოში არავის შეიძლება დაბრალდეს ლარის გაუფასურება. ლარი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, ძირითადად დოლარის მიმართ გაუფასურდა და ეს გამოწვეული იყო, გარე ფაქტორებით. დოლარი მსოფლიოს ბევრ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. რეგიონს სერიოზული დარტყმა მიაყენა გარე შოკებმა რუსეთიდან, უკრაინიდან, შემცირდა ფასები ნავთობზე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის, ყაზახეთის ეკონომიკაზე. ამდენად, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო ლარის მცურავი კურსის შენარჩუნება. ეს საუკეთესო პასუხი იყო შექმნილი სიტუაციის მიმართ, რადგან საქართველოს ეკონომიკას შესაძლებლობა მიეცა უფრო მეტად მორგებოდა გარე შეოკებს", - აღნიშნა სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.