„ეს ქმედებები კიდევ უფრო საგანგაშოა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიახლოვის გამო“

„ეს ქმედებები კიდევ უფრო საგანგაშოა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიახლოვის გამო“

ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანნ ბრასერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე განხორციელებული ცვლილებების გამო შეშფოთებულია.

ამასთან, ბრასერი მკაცრად გმობს ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას.

„მივიღე უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან, ცალმხრივად ცვლილებების განხორციელების შესახებ და რუსული ძალების მიერ „ბორდერიზაციის“ პროცესის გარძელების შეახებ. ეს ქმედებები კიდევ უფრო საგანგაშოა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიახლოვის გამო, რომელსაც რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასამბლეა გამუდმებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი პოზიცია: ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ მიმართულია საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება. ნაცვლად იმისა, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გაერთიანება მოხდეს, ეს ქმედებები კიდევ უფრო ხლეჩს მათ ერთმანეთისგან. მე მხოლოდ შემიძლია მკაცრად დავგმო ეს ფაქტი ისივე როგორც, ეს გავაკეთე გასულ მაისს, როდესაც ადმინისტრაციული საზღვარი მოვინახულე“, - ნათქვამია ბრასერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.