ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში არტილერისტების სწავლება დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში არტილერისტების სწავლება დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სამხედრო პოლიგონებზე არტილერისტების სწავლებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, სწავლებაში 1500-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

"ორი კვირის განმავლობაში, თვითმავალი 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცების "აკაცია, "მსტა-ს" და "მსტა-ბ", ზალპური ცეცხლის "გრადის" რეაქტიული სისტემები, რაკეტსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "შტურმი-ს", 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი "პოდნოსი" და "სანი" ცეცხლის წარმოების ახალ წესებს აითვისებენ", - ნათქვამია სამხრეთის სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სწავლებებში ჩართულია სარაკეტო-არტილერიული შეიარაღების 300 ერთეული.