პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა აგნარიშზე 10 მილიონი ლარი გადარიცხა.

„დაიწყო სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის პროცესი. მადლობა ყველას, ვინც გააკეთა შემოწირულობები, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთათვის, 10 მილიონი ლარი გადარიცხა მერიის ანგარიშზე“, - აღნიშნა ღარიბაშილმა.