"საოკუპაციო საზღვარზე შვიდი შეიარაღებული ოკუპანტი ჯარისკაცია, რომელთაგან სამს ნიღაბი უკეთია"

როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შლავა ენუქიძემ „პირWელს“ განუცხადა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარევით ცხელი ხაზით იქნა შეტყობინება გაგზავნილი.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

„წითელუბნის მონაკვეთზე სადაც ე.წ. საზღვრის აღმიშნველი ბანერი 10 ივლისს იქნა დამონტაჟებული, შეინიშნება დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები, სულ არიან შვიდნი, მათ შორის სამი ნიღბიანია. ამ მომენტისათის ცხელი ხაზი ავამუშავეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უშუალო ჩარევით და ველოდებით დე-ფაქტო ხელისუფლების შესაბამისი სამსახურებიდან განმარტებას, თუ რატომ იმყოფებიან გაურკვეველი სამხედრო ფორმიანები აღნიშნულ მონაკვეთზე. მობილიზებულია ადგილზე რეგიონის კრიმინალური სამსახური, პოლიცია, უშუალოდ უფროსის მოადგილეა ადგილზე. რაც შეეხება დიალოგს 20 ივლისს. დაგეგმილია რიგგარეშე შეხვედრა, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელსაც ეუთო-ს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგნლები დაესწრებიან ერგნეთში“, - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ.