„ჩემთვის, პირადად, ქორწინება მამაკაცის და ქალის თანაცხოვრებაა“

„ჩემთვის, პირადად, ქორწინება მამაკაცის და ქალის თანაცხოვრებაა“

დასავლური მედია იუწყება, რომ ერთსქესიანთა ქორწინების გერმანიაში დაკანონება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმებში არ შედის.

როგორც დასავლური მედია წერს, გერმანული სოციალური მედიის წარმომადგენელთან, ფლორიან მუნდტან 30 წუთიან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ერთსქესიანთა ქორწინებასა და სამოქალაქო პარტნიორობას შორის განსხვავებებზე ისაუბრა.

ამასთან, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ის ნებისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგია და ამიტომ მხარს უჭერს ერთსქესიანთა წყვილებისთვის თანაბარ სარგებელზე წვდომას, მაგალითად როგორიც არის საგადასახადო შეღავათები.

„მე მათ შორის ვარ, ვინც დისკრიმინაციის აღმოფხვრის მომხრეა. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. როგორც მახსოვს, 25 წლის წინ ბევრი ადამიანი ვერ ბედავდა ეთქვა რომ გეი ან ლესბოსელი იყო. ჩემთვის, პირადად, ქორწინება მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრებაა. ეს ჩემი კონცეფციაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ სამოქალაქო პარტნიორობას. მე მხარს ვუჭერ სამაქოლაქო პარტნიორობის რეგისტრაციას. მე მომხრე ვარ, რომ არ იყოს რაიმე დისკრიმინაცია საგადასახადო კანონმდებლობაში. ხოლო ყველგან, სადაც კი ვიპოვით დისკრიმინაციას, ჩვენ მის აღმოფხვრას განვაგრძობთ“, - განაცხადა მერკელმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ის ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციას მაშინ, როდესაც მხარს არ უჭერს სრულ თანასწორობას, მერკელმა უპასუხა: „არავითარი დისკრიმინაცია, ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრება“.