„ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სწორი და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ“

„ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სწორი და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის პოლიტიკას უპასუხისმეგბლო, ემოციური და გაუაზრებელი ხმაურით არ უნდა დაუპირისპირდეს.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოს და აფხაზ ძმებთან შერიგება მოხდეს. მისი თქმით, არსებობს გარკვეული პროგრესი, რომელიც მთავრობას ჯერ-ჯერობით სააშკარაოზე არ გამოაქვს.

„ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრული, სწორი და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგელო, ემოციური და გაუაზრებელი ხმაურით. ჩვენ გვსურს ოს და აფხაზ ძმებთან შერიგება. ჩვენ სააშკარაოზე არ გამოგვაქვს ის დადებითი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შერიგების მიმართულებით. ეს არის პროცესი და მოითხოვს დროს. ჩვენ არავითარ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.