დიმიტრი ხუნდაძე პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ხუნდაძე პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები შეინიშნება.

"აღნიშნული განსაკუთებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები. მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს დაიცვან კანონი და რეცეპსტდაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოქალაქეებზე არ გაიცეს. ასევე მოვუწოდებ წამლის სააგენტოს, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და სამართალდარღვევის ფაქტები აღკვეთოს", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი რეალიზატორებს ავალდებულებს მოქალაქეები მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარებისგან დაიცვან, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის.

"კანონი სარეცეპტო სისტემის შესახებ მიღებულ იქნა სწორებ იმ მიზნისთვის, რომ აღვკვეთოთ სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მავნე ჩვევები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. მოვუწოდებ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.