„საბერძნეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადაცემის საკითხი განიხილება“

„საბერძნეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადაცემის საკითხი განიხილება“

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საბერძნეთში მყოფი ქართველების პეტიციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი მთავრობისგან არსებული კრიზისის ფონზე, კომპენსაციას ითხოვენ.

როგორც გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, დიასპორის სამინისტრო პეტიციის შესახებ საქმის კურსშია და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სამინისტროს პულსზე ხელი აქვს დადებული. ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სამადაშვილი ხვალ მიემგზავრება საბერძნეთში, რათა ჩვენ თანამემამულეებს შეხვდეს და არსებულ ვითარებას გაეცნოს, რის შემდეგაც, ის ჩვენთან მოხსენებით წარსდგება. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან კონკრეტულ მზადყოფნას, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მობილიზაციის მაღალი ხარისხი გააჩნია. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ მოსახლეობის მიმართ. დახმარების შესაძლო ფორმებს ვახორციელებთ. რაც შეეხება კომპენსაციის მიღების საკითხს, ის განხილვის პროცესშია, თუმცა ეს მხოლოდ დიასპორის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის“, - განაცხადა დუმბაძემ.